სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება – მდინარის სიჩქარის განსაზღვრა.



პროექტის მთავარი იდეა –უსაფრთხო ადგილების მონიშვნა.

პროექტის აქტუალობა  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

პროექტის მიზნები  ზაფხულის სეზონისათვის მზადება, მდინარეზე  უსაფრთხო ადგილების მონიშვნა.

მონაწილეთა ასაკი  11–12წლის.

ვადები/ხანგრძლიობა  4–5 საათი.

მოსალოდნელი შედეგები–მდინარის სხვადასხვა მონაკვეთში
განვსაზღვრავთ მდინარის სიჩქარეს.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსი – წამმზომი, ალამი, ქვა, ტივტივა (ქაღალდის ნავი ან პლასტმასის ბოთლი), მეტრიანი საზომი.


პროექტის მსვლელობა –
ა).დადე ქვა მდინარის ნაპირზე–გადათვალე მდინარის მიმართულებით 20–25 ნაბიჯი, აქაც დადე მეორე ქვა.
ბ). აიღე წამმზომი, დადექი პირველ ქვასთან (2 მოსწავლე), ერთს
უჭირავს წამმზომი, მეორეს ალამი და დგას მეორე ქვასთან.
გ). გადააგდე დინების საწინააღმდეგო მიმართულებით (პირველი მოსწავლე) ტივტივა–მოშორებით,ზემოთ წყალში რომ ჩავარდეს.
დ).წამმზომი ჩართე, როცა ტივტივა შენს გასწვრივ აღმოჩნდება.
ე).ტივტივა მეორე ქვასთან რომ მიაღწევს,მეორე მოსწავლე ალამს დაუშვებს, გამოირთვება წამმზომი. ამით გაიგებ რა დრო დასჭირდა ტივტივას ამ მანძილის დასაფარავად.
ვ). მესამე მოსწავლე გაზომავს მანძილს I  და  II ქვას შორის.
ზ). გაიხსენებს სიჩქარის ფორმულას  V=S:t.
მეორე ჯგუფი ირჩევს მდინარის სხვა მონაკვეთს გამოკვლევისათვის. შედეგებს ადარებენ ერთმანეთს და აკეთებენ დასკვნას––უცვლელია თუ არა მდინარის დინების სიჩქარე?.
გამოთქვამენ ვარაუდს––რაზეა დამოკიდებული მდინარის სიჩქარე?.
მონაცემები შეაქვთ ცხრილში:

მანძილი IდაII
ქვას შორის(მ)
ტივტივას მოძრაობის დრო I  და   II ქვას შორის(წმ)
დინების სიჩქარე (მ/წმ)
  I    ცდა
  20 მ.
  20 მ/წმ
  1მ/წმ
  I I  ცდა
  20 მ
   10 მ/წმ
   2 მ/წმ

დასკვნა:

გამოკვლევამ გვიჩვენა, სად არის დინების სიჩქარე ნაკლები. შესაბამისად ეს ადგილი იქნება
უსაფრთხო ზაფხულის სეზონში  ბავშვების ბანაობისათვის.



10.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: მიმართულება–ადამიანი და გარემო.

ბუნ.V.9.მოსწავლეს შეუძლია ჯაბსაღი ცხოვრების წესის დაცვა.
ბუნ.V.10.მოსწავლეს შეუძლია ბუნებაში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ბუნ.V.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელოვანი დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის
მიღება.

11.პროექტის ხელმძღვანელი  გულიკო როყუა

12. ელ.ფოსტა: g.royua@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий